თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის ალექსანდრე ბოშიშვილის წიგნის - რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში: ეთნიკური და დემოგრაფიული სურათის ცვლილებების ისტორია - პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომში განხილულია რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები, კოლონიური პოლიტიკის შედეგად XIX საუკუნის საქართველოში განვითარებული პროცესები, ეთნიკური სურათის ცვლილებები, სხვადასხვა ეროვნების ხალხის ცხოვრება და სხვა.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (FR-21-22-519)